ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომატირებელი მასლა,რათა უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა - ლევან ყიფიანი
ბოდიშით დაიწყო განცხადება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვიდან გამოსულმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა. "დიდი ბოდიში მინდა მივუხადო საზოგადოებას, ჩემ ოჯახს იმ მდგომარეობისთვის რაც ჩემ გარშემო შეიქმნა. სააამართლოში მივეცი ჩვენება, ამ მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები ამ მდგომარეობას ნათელი მოეფინოს", - განაცხადა მან.
ყიფიანის განმარტებით, ის ზაზა ოქუაშვილთან არავის მხრიდან არ ყოფილა მიზგავნილი და ის მასთან ურთიერთობით, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
"მოგახსენებთ იმას, რომ ამ კომპანიაში 2015 წლიდან ვმუშაობდი. ისეა წარმოჩენილი, თითქოს, აქ მისული და მიგზავნილი ვიყავი. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო დამემყარებინა კონტაქტი, როგორც სახელისუფლებო, ასევე ბიზნესის წარმომადგენლობასთან, რათა მომეხდინა კომპანიის რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
რაც შეეხება ჩანაწერებს, ყიფიანის განმარტებით, ეს მასთან შეთანხმებით განხორციელდა.
ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში, მან მთხოვა ბოლო შეხვედრისას მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან ვიცი ბიზნესწნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, ის მპირდებოდა რომ ეს იყო მისის შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში რათა დაერწმუნებინა,რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისის დავალიანებების რომელიც მას გააჩნდა ასევე უცხოელ პარტნიორებთან გადავადება. შესაბამისად ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოში, ამის გამო ის მომელაპარაკა...
ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად.
ამის შემდგომ მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს არ ვიცი იყო ჩემი მიამიტობით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს...მივიღე თამაშის წესები, მივიღე გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად, მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ ის ჩანაწერებიც დამონტაჟებულია“- განაცხადა ყიფიანმა.