ნამდვილად არ მსმენია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რომელიღაც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, “ნაციონალურ მოძრაობა”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშილმა გადაცემა „რეაქციაში“.
მისი თქმით, ის რაც ხდება ქვეყანაში, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
“ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიმინალური დაჯგუფებისგან, რომელიც ქურდული მეთოდებით მართავს ქვეყანას. ვიღაცა-ვიღაცას ბიზნესში უჯდება, ვიღაცა ვიღაცას წილს ართმევს, ვიღაცას სარდაფში ჩაჰყავს ვიღაცა და ფიზიკურად უსწორდება. მე საერთოდ არც მსმენია ასეთ რამე, პოლიტიკური პარტია ბიზნესს უჯდებოდეს წილში. რაც ჩვენ მოვმისმინეთ რომ 50 პროცენტი პარტიაშ უნდა წავიდესო. ნამდვილად არ მსმენია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რომელიღაც ბიზნესს წილში ჩაჯდომოდეს, “ნაციონალურ მოძრაობა” კი არა, მსოფლიოში არ გამიგია პოლიტიკური პარტია ვიღაცას წილში უჯდებოდეს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.