ქალბატონმა ნატომ[ჩხეიძე. რედ] არჩევნებამდე გვითხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მას ეუბნებოდა, არ გაეკარო “პატრიოტებსო”. ვინ იყო მას ჰკითხეთ, ჩემთვის გვარი არ დაუსახელებია”, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“
„ ეს არ არის სიმართლე. დარწმუნებული ვარ ივანიშვილი არც ოქუაშვილს და არავის ეტყოდა მიდი და “პატრიოტთა ალიანსი” დააფინანსეო. ქალბატონმა ნატომ არჩევნებამდე გვითხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი მას ეუბნებოდა, არ გაეკარო “პატრიოტებსო”. იქნებ ეს საკითხიო გაარკვიოთო. მას ჰკითხეთ, ჩემთვის გვარი არ დაუსახელებია. შემდეგ მე ვეცადე გამერკვია, მაგრამ მითხრეს რომ ეს არის თვითშემოქმედება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ საქმეს, ინაშილმა განაცხადა, რომ ეს საქმე “ქართული ოცნების” ღირსების საქმე უნდა იყოს.
“რაც ხდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა წარიმართოს. სარდაფის ისტორია ახსენეთ, ჩანაწერები და ყველა ეს დეტალი გამოძიებამ უნდა გამოიძიოს. “ქართული ოცნების” ღირსების საქმე უნდა იყოს ეს. ამ ჩანაწერების მიღმა კონკრეტული დამნაშავეები თუ გამოიკვეთებიან, უნდა დაისაჯონ. ჯერ მიდის სამართლებრივი პროცესი. ამიტომ არ ვსაუბრობ ამაზე და არც იმიტომ რომ მე არ ვიცი, საერთო სურათი როგორი დაიხატება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.