საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“ საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ანსამბლმა „ლილემ“ მიიღო განსაკუთრებული ჯილდო და საგანგებო მოწვევა ფესტივალის ორგანიზატორებისაგან, რაც მას ყოველგვარი საფესტივალო მოსაკრებელი თანხის გადახდისგან ათავისუფლებს.
ცნობისთვის, „საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს” წევრები, ყრუ და სმენადაქვეითებული მოცეკვავეები არიან, რომლებმაც გამარჯვება თანაბარ პირობებში მოიპოვეს.