„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ვის მიიჩნევთ საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანად? რესპონდენტების უმრავლესობამ, 29%-მა ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა, 28 %-მა კი ევროკავშირის ქვეყნები.
გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყანა უკრაინაა, ასევე 7% ამბობს, რომ - რუსეთი.
მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
საქართველოს პარტნიორად აზერბაიჯანს - 3%, თურქეთს - 2%, სომხეთს კი 1% მიიჩნევს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება 2%-ია.