„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.
კითხვაზე - რომელ კანდიდატს არ მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე - 29% ამბობს, რომ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს, 16% - „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს, 13% - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, 11% - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს და ასევე 11% არ მისცემს ხმას „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით უსუფაშვილს.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება 2%-ია.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.