დღეს, ნიუ იორკში, მსოფლიო საოპერო ხელოვნების უდიდეს, მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ოპერის ვარსკვლავები ანიტა რაჭველიშვილი და ანა ნეტრებკო ჯუზეპე ვერდის „აიდაში“ იმღერებენ.
26 სექტემბრის გარდა წარმოდგენები 29 სექტემბერს და 2, 6, 11, 15, 18 ოქტომბერს გაიმართება.
„აიდა“ — ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერა, რომლის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს კაიროს ოპერის თეატრში გაიმართა. ოპერას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად.
წელს, მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე „აიდა“ 1163-ედ დაიდგმება.