25 სექტემბერს, 16:30 საათზე ლიტერატურული პრემია „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს წარდგენა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საბჭოს ახალი წევრები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისამართი: თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მარჯანიშვილის 7