21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa", რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti" გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti"-ს ჰედლაინერია ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი. ფესტივალში, ასევე მონაწილეობენ დუეინ დოფსი, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.
„Jazz and Wine Kakheti"-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.