„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს.
კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისია საარჩევნო დარღვევებზე არ რეაგირებს.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობა ფარსს დაემსგავსა და ამის გამო, „ევროპული საქართველო“ ამ ფორმატში მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.
„ეს პროცესი დაემსგავსა სრულ ფარსს. აქამდეც არ გამოირჩეოდა დიდი გახსნილობით, დემოკრატიულობით და დროული რეაგირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ ბოლო დროს ჩვენ აზრსაც კი ვეღარ ვხედავთ, გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნული კომისიის საქმიანობაში იქამდე, ვიდრე რეაგირება არ იქნება. სანამ ეს კომისია არის უბრალოდ ფორმალობა და მას თავმჯდომარეობს პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი თეა წულუკიანი, „ევროპული საქართველო“ ამ კომისიაში დარჩენის აზრს ვერ ხედავს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.