უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილების შესაბამისად, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შიდა ბიომეტრიული პასპორტებით, ID ბარათებით შეძლებენ მიმოსვლას.
შესაბამისი შეთანხმების გაფორმება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას მოხდება.