თბილისის მერიის ინფორმაციით, 19 სექტემბერს, 12 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კლასიკური მუსიკის შემეცნებით პროგრამას "მე მიყვარს კლასიკური მუსიკა”.
მათივე ცნობით, პრესკონფერენციას დაესწრებიან: თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია; კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი ქ-ნი მანანა დოიჯაშვილი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე ნატა მეცხოვრიშვილი.