ქართველ რეჟისორი დათა თავაძე გერმანიაში, დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამას „ვერაგობა და სიყვარულს" დადგამს.
თეატრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულლია, რომ სპექტაკლის პრემიერა 2019 წლის 9 თებერვალსაა დანიშნული. სპექტაკლის რეპეტიციები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება.
ქართველი რეჟისორის განცხადებით, გერმანელი დრამატურგის ნაწარმოების დადგმა გერმანიაში მასში, ერთი მხრივ, „აღუწერელ შიშს იწვევს“, ხოლო მეორე მხრივ - ამგვარი ნდობისთვის უზარმაზარ ბედნიერებას.
„გამიმართლა, რომ საშა ვალცის მუდმივი კოლაბორატორი, დიდი გერმანელი მხატვარი თილო როიტერი დათანხმდა ამ დადგმისთვის დეკორაციის შექმნაზე. ბრწყინვალე კოსტიუმების მხატვარი ირენ ფავრი შეუერთდა ჩვენ ჯგუფს და ნიკა ფასური აკეთებს მუსიკას, რომელიც ცოცხლად შესრულდება სპექტაკლში...", - წერს დათა თავაძე თავის Facebook-გვერდზე.