რეჟისორი რატი წითელაძე Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა და „ოქროს გლობუსზე" დასასწრებად მიიწვიეს.
რატი წითელაძის ფილმის „ცარიელი სახლის" სცენარი წარდგენილი იყო საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარის პრიზზე.
ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში რატი წითელაძე პირველი რეჟისორია, რომელიც Golden Globes-ის ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტის გამარჯვებული გახდა.
„მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით "ცარიელი სახლი" 3 გამარჯვებულს შორის დაასახელა.
რატი ლოს-ანჯელესში, სამ კვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებას დაესწრება“, - ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნუი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატი წითელაძემ ლოს–ანჯელესის კონსერვატორია სამსახიობო ხელოვნებისა და რეჟისურის განხრით დაამთავრა. 21 წლისა მსოფლო ჩემპიონი გახდა ორთაბრძოლაში, თუმცა, კარიერა კინოში გაგრძელა.