თბილისის 34-ე საჯარო სკოლაში H1N1 გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.
სკოლაში დირექტორმა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეს კონტაქტი ჰქონდა ინგლისიდან ჩამოსულ სტუმართან და დაავადება მისგან გადაედო. სკოლაში გრიპის ვირუსის სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით სასწავლო პროცესი შეჩერდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირების გამო სწავლის შეჩერება რეკომენდირებული არ არის.
"ქალაქში არსებობს ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური და მე ვთხოვ ყველას, რომ მათთან შეუთანხმებლად ასეთი ღონისძიებების გატარებისაგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია სკოლებში და მე ამას ხაზს ვუსვამ, რომ საჭირო გახდეს ისეთი სოციალურირი დისტანცირების ზომების მიღება, როგოროცაა სკოლის დახურვა", _ განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ წუთებში სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწავლა ხვალიდან განახლდება.