სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ლევან შონია იმავე საქმეზე იკითხება, რაზეც ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დაიკითხნენ.
ცნობისთვის, სუს-ში გამოძიება 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.