„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება.
„მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.