ცნობილი რუსი ჟურნალისტი და "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის" ხელმძღვანელი ოლეგ პანფილოვი საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა. პანფილოვი ამის მიზეზად რუსეთში შემნილ ვითარებას ასახელებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, საქართველოში ოლეგ პანფილოვი "კავკასიურ არხზე" ანალიტიკურ გადაცემას წაიყვანს. ჟურნალისტი პარალელურად ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსტიტის ჟურნალიტიკის ფაკულტეტზე კი, ლექციებს წაიკითხავს. უახლოეს მომავალში პანფილოვი ქართველ კოლეგებთან ერთად ჟურნალიტიკის სკოლის დაფუძნებას და რუსულ-ქართული ომის დროს მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შესახებ წიგნის დაწერასაც აპირებს.
"საქართველოში ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი რუსეთში ბოლო დროს შექმნილი სიტუაციაა. როცა ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ობიექტური ინფორმაცია და ხალხს ეშინია თავისუფლად აზრის გათქმის, დიახ, ეს პოლიტიკას უკავშირდება. ჩემზე მუქარა ინტერნეტის საშუალებით ხშირად ხორციელდებოდა. ადამიანები გამოხატავდნენ ზიზღს ჩემს მიმართ, როცა საქართველოს ვიცავდი; ქვეყნის მტერს მეძახდნენ, როცა ვამბობდი, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ომი რუსული აგრესია იყო. მიუღებელია საბჭოთა კავშრის აღდგენაზე ფიქრიც კი, იმპერილიზმი დემოკრატია ნადვილად არ არის", _ განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.