ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი,,ღამის სერენადები” 22 აგვისტოს გაიხსნა დარამდენიმე კონცერტს უმასპინძლა. ფესტივალის ბათუმის ნაწილიდასრულებულია. ლიანა ისაკაძის მიერდაფუძნებული მუსიკალური ღონისძიება 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს: აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის„სერენადა“ ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის. შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლისიუბილეს. კონცერტის მეორე ნაწილიდაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ -პოპულარული არიებიგადამუშავებული ვიოლინოსა დასიმებიანებისთვის.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებულიმოღვაწე, ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიისლაურეატი, ისრაელის პრემიერ-მინისტრისპრიზის ორგზის მფლობელი, ისრაელისსაავტორო უფლებათა სააგენტოს, ისრაელისთეატრალური ოსკარის და სხვამნიშვნელოვანი პრიზების მრავალგზისმფლობელი იოსებ ბარდანაშვილი დაიბადა1948 წელს ქ. ბათუმში, ცნობილი მხატვრისიუზა ბარდანაშვილის ოჯახში. 1973 წ. დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორია, შემდეგ – ასპირანტურა. 1986-1991 წ.წ. იყობათუმის სამუსიკო სასწავლებლისდირექტორი, 1991-1993 წ.წ. – აჭარისმუსიკალური საზოგადოების სამხატვროხელმძღვანელი, 1993-1994 წ.წ. – აჭარისავტონომიური რესპუბლიკის კულტურისმინისტრის მოადგილე. 1995 წლიდანცხოვრობს ისრაელში. ი. ბარდანაშვილი 100 მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მათშორისაა: 4 ოპერა, 2 ბალეტი, 3 სიმფონია, კამერული მუსიკა სხვადასხვა ანსამბლისთვის, ინსტრუმენტული კონცერტები, საგუნდომუსიკა, საესტრადო სიმღერები, მუსიკათეატრისა და კინოსთვის. მისი ნაწარმოებებისრულდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიცნობილი მუსიკალური კოლექტივებისა დაშემსრულებლების მიერ.
გია იაშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაცსოლო-საკონცერტო მოღვაწეობას ეწევაევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. 2006-2011 წ.წ. მაესტრო ლორინ მააზელისმიწვევით იყო ვალენსიის საოპერო თეატრისკონცერტმაისტერი, რომელსაც ასევეხელმძღვანელობდა მაესტრო ზუბინ მეტა. ამჟამად გია პეკინის სიმფონიური ორკესტრისმოწვეული კონცერტმაისტერია. იგი ცნობილისაერთაშორისო ფესტივალების ხშირისტუმარია (Schleswig Holstein Festival, Verbier Festival, Festival di Roma, Santander Festival). მოღვაწეობს საქვეყნოდ ცნობილმუსიკოსებთან: იო-იომა, ჯოშუა ბელი, მარტაარგერიხი, ლორინ მააზელი, კლაუდიოაბადო, ნიგელ კენედი, მიშა მაისკი, ირვიგიტლისი და სხვები.
რაც შეეხება „ღამის სერენადების“ ბათუმურსაღამოებს, მასში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია, ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, სოფიაბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი დასხვები. წლევანდელი ფესტივალის საბაზოორკესტრია კამერული ორკესტრი„საქართველოს ვირტუოზები“.
ღონისძიებაზე, სადაც სოსო ბარდანაშვილის„სერენადა“ შესრულდა, ბათუმის მერმა ლაშაკომახიძემ ცნობილი კომპოზიტორი, რომელსაც საპატიო ბათუმელის წოდება უკვეაქვს მინიჭებული, დამსახურებული მოღვაწისწოდებით დააჯილდოვა.
ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა დადირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძისინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელსფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენამხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამისსერენადების“ უცვლელი სამხატვროხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელსფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძეგაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტშიმუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიისდამაარსებელი და ხელმძღვანელია. წლებისგანმავლობაში ფესტივალისადმი დიდმაინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიისგაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მასუკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისოფესტივალი ეწოდა. საფესტივალო საღამოებიბათუმში მეათედ 26, 28 და 29 აგვისტოსგაიმართა.
ფესტივალი ოფიციალური მზღვეველიასადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიებისორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობა, პროექტი Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველიასადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია„თელასი“, „ჯინო ფერედაისი“, ქართულივისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი„მარიგოლდი“.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანიგაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.