ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, - განაცხადა ჟურნალისტებთან სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის დედამ, მარინა მარტიაშვილმა.
მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
"თუ მართალია პროკურატურა, რატომ გააქრეს 8 ივლისს, 112-ში განხორციელებული ზარები? 112-ში ვრეკავდით, როდესაც ჩემ შვილს ვეძებდით. დარწმუნებული ვარ იგი უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა",- განაცხადა მარტიაშვილმა.
კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.