ჩვენ ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა
მისი თქმით, პარტია თავის პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს.
„ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივთან. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვსდგებით ამ არჩევნებში. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩვენებში.
ჩვენ მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.