თბილისის 146-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. აღნიშნულის მიზეზი მენინგიტის შემთხვევა გახდა.
სკოლის პედაგოგების განცხადებით, მენინგიტი მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუდგინდა, რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული
სკოლაში დღეს რამდენიმე მოსწავლე მივიდა, რომლებიც სახლებში გააბრუნეს. სკოლაში ამჟამად სადეზინფექციო სამუშაოებს ჩასატარებლად ემზადებიან.
მასალის გამოყენების პირობები