24 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში, არტ-კაფე “ბოტანიკოში”
პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ
ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი “Life-N-Style” საქართველოში თიბისის მხარდაჭერით მესამედ ტარდება.
მისამართი: ბათუმი, საოცრებათა პარკი, არტ-კაფე “ბოტანიკო”.