ლეგენდარულ იტალიელ მსახიობსა და მომღერალს ადრიანო ჩელენტანო თბილისში 2019 წლის მარტში ელოდებიან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კომპანია Fix Group-ის მენეჯერმა ირაკლი კაკაბაძემ.
ვარსკვლავის კონცერტი დაგეგმილია თბილისის საკონცერტო დარბაზში. საღამო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაივლის. ბილეთები 28 აგვისტოდან გაიყიდება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ, ვებგვერდზე biletebi.ge.
კონცერტის ორგანიზატორია Fix Group. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ჩელენტანოს კონცერტი გადაიდოს, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა — მას 2019 წელს 81 წელი უსრულდება.
„ამ საქმეში ბევრი მეგობარი და კომპანიაა ჩართული. რადგან პირველი და ყველაზე დიდი პრობლემაა მისი აქ ჩამოყვანა. მრავალი ლეგენდა დადის, იქიდან დაწყებული, რომ მას ფრენისა ეშინია და იმით დამთავრებული, რომ იტალიას საერთოდ არ ტოვებს. მაგრამ დღესდღეობით შეთანხმება მისი გამოსვლის შესახებ არის. რაღაცნაირად მოხერხდა მისი მიწვევა რუსეთში და იქიდან — საქართველოში ჩამოყვანა", — განაცხადა კაკაბაძემ.
დაგეგმილი კონცერტი ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
„სიმართლეს გეტყვით, ჯერ სადაზღვევო სააგენტოც ვერ მოვძებნეთ, რომელიც მას დააზღვევს. ეს უფრო რთული შემტხვევაა, ვიდრე ენიო მორიკონესთან დაკავშირებით იყო", — აღნიშნა კაკაბაძემ.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ჩელენტანოს გამოსვლისთვის ჰონორარი არ მოუთხოვია. Fix Group იხდის მხოლოდ მუსიკოსისა დ ამისი დიდი გუნდის ფრენას, ცხოვრებასა და სხვა ხარჯებს.