ველოდებით, რომ დასახელდეს ყველა ის კანდიდატი, ვინც საპრეზიდენტო მართონში აპირებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება,“ - ეს განცხადება “ქართული ოცნების წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, „უკვე გამოიხატა კონტურები, რაც იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ და დასძინა , რომ „მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი და იყოს ქალი“.
„პირადად ჩემი აზრია, რომ საინტერესო და დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იდეა და სიახლეა, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატები არა მხოლოდ საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს, არამედ შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ან არაჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ამიტომ ველოდებით, რომ დასახელდეს ყველა ის კანდიდატი, ვინც საპრეზიდენტო მართონში აპირებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება,“ - განუცხადა ჟუნალისტებს ეკა ბესელიამ.