სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს და კანდიდატი უახლოეს პერიოდში დასახელდება.
მისივე თქმით, ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა.
„შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა კახა კალაძემ.