საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.