ჩვენ კი გვსურს კალანდიების დაკითხვა გვინდა, მაგრამ ჭიანურდება, თუ რა მიზეზით, უცნობია, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას დანაშაული დაფარვისთვის ბრალდებულის, ზაქარია წინწკალაძის ადვოკატმა, იმედა ბეროშვილმა.
როგორც ის განმარტავს დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვა ჭიანურდება.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. როგორც ვიცით, ესენი არიან გამომძიებლები. თუმცა, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, რითაც არის ბრალი წარდგენილი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ - ეს არის კალანდიების ჩვენება. აღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოძიებაშივე არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები,ასევე როგორც ვიცით,ძირითად სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა კალანდიამ უარყო ის ჩვენება, რაც გამოძიებაში ჰქონდა მიცემული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს მოლოდინი,რომ ილაპარაკებს სიმართლეს. თუმცა,როგორც აღვნიშნე, დაცვის მხარისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია სწორედ აღნიშნული მოწმეების - კალანდიების დაკითხვა,რაც დღეის მდგომარეობით ვერ მოხერხდა.
მნიშვნელოვანი რომელი მოწმეების დაკითხვაც არის, დღეის მდგომარეობით არ ხერხდება.
ჩვენი ინფორმაციით, დღეს კითხავენ გამომძიებლებს . ჩვენ კი გვსურს კალანდიების დაკითხვა გვინდა, მაგრამ ჭიანურდება, თუმცა რა მიზეზით,უცნობია. ამ რიგითობასაც თვითონ სახელმწიფო ბრალდების მხარე განსაზღვრავს და ინახავს როგორც ჩანს ბოლოსთვის.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს", - აცხადებს ბეროშვილი.