საქართველოში სასწავლო წელი ყოველწლიურად 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, _ ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ის დრო, როდესაც სკოლა თვითონ წყვეტდა, როდის დაეწყო სწვალა და დაესრულებინა წარსულს ჩაბარდა.
"წლევანდელი წლიდან სკოლებში საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება, იქნება ორი სემესტრი, პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დამთავრდება, ამის შემდეგ იქნება ზამთრის არდადეგები, რომელიც დასრულება 20 იანვარს, ხოლო მეორე სემესტრი დასრულება 15 ივნისს", - განაცხადა შაშკინმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, პირველი და მე-12 კლასელებისთვის იქნება გამონაკლისი და ისინი სწავლას 20 მაისს დაამთავრებენ.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ასევე იქნება კიდევ ერთი "მცოცავი არდადეგები" და სკოლის მოსწავლეები აღდგომისთვის დიდი ხუთშაბათიდან ერთი კვირა დაისვენებენ.
"გარდა ამ ცვლილებებისა, კიდევ იქნება ბევრი ლოჯისტიკური ცვლილება, რომელზეც განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ, რომელიც უკავშირდება ახალი საგნების სკოლაში სწავლებას და კომპიუტერების საჯარო სკოლებში შეტანას", - განაცხადა შაშკინმა.