გადაცდომებია რაღაც, - ამის შესახებ "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გელა გაბინაშვილის თქმით, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
"ტრაგედიის მიზეზზე ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმები იყო დაცული. პირობები ჩვენ არაფერი გვაკლია, ეს არაა ამის გულისთვის. რომელ კომისიას უნდა დაეწყო მუშაობა, ახლა ამოვიყვანეთ. ჩამოვლენ, უსაფრთხოება, ზედამხედველობა, ჯანდაცვა და დაიწყება. დამწვრობაა, აფეთქებაა რა... გადაცდომებია რაღაც“, - ამბობს საქნახშირის თანამშრომელი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.