ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი, რუტინული პროცესი, ყურიც მიეჩვია, რამე შედეგი იცით გამოძიების შესახებ?, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძემ ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მინდელის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია და არავის ბრალეულობა არ გამოკვეთილა.
„სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარ შემთხვევაზე ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება. მერამდენე შემთხვევაა, სტატისტიკად იქცა უკვე, კიდევ დაიღუპნენ, ასეთი არის უკვე მიდგომა. სამძიმარს ვუცხადებთ, მერე პანაშვიდებზე უნდა ჩავიდეთ. ეს გახდა უკვე ჩვეულებრივი, რუტინული პროცესი, ყურიც მიეჩვია, რამე შედეგი იცით გამოძიების შესახებ? რისი ბრალი იყო წინა შემთხვევაში, რომ დაიღუპა 6 მეშახტე, ვისი ბრალი იყო? თუ იყო ვინმეს ბრალი, ანუ არ იყო შექმნილი შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, არ იყო დაცული, მაშინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.