მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს.
"ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა.