თბილისში, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახანძრო სამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ ხანძარი ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე მყოფმა ორმა სახანძრო მაქანამ ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო და ამჟამად ოთხი ბრიგადაა მობილიზებული.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.