სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურღიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად კვიპროსის პატრიარქი და დელეგაციის წევრები დასწრნენ.
ილია მეორემ კვიპროსის პატრიაქი და სტუმრები დალოცა. კვიპროსის პატრიარქმა კი თაუის მხრივ ილია მეორეს კვიპროსის წმინდანების ხატი გადასცა.
კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებაში საქართველოს გამთლიანება უსურვა და ადამიანურ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება.
უწმინდესმა ბრძანა, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეს.
"ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება და საერთოდ მსოფლიოში მრავალი პრობლემებია. კარგად იცით, რომ ყოველი ადამიანი ერთხელ მოდის ამ ქვეყანაზე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ხალხს, ეს იქნება ქართველი თუ ბერძენი, რუსი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნორმალური პირობები ქონდეთ არსებობისთვის".
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა მატათას ხსენების დღეს აღნიშნავს.