დღეს, 21 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე რუსთავის 21-ე და მე-7 საჯარო სკოლებს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე რუსთავის 21-ე და მე-7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს მოინახულებენ.