სტიქიის ზონაში არსებული ვითარება მუდმივად კონტროლდება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ჭუბერში განაცხადა.
მისი თქმით, წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
„წყლის დონე არ არის დაწეული. აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სახლები, რომელსაც ემუქრება საფრთხე არის დაცული, მოსახლეობას ვეხმარებით. გამოიტანონ ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურ შეკეთებას ვერ დავიწყებთ, სანამ წყლის დონეზე არ დაიკლებს“, – განაცხადა ბახტაძემ.