20 ივნისს, 13:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში თბილისის ბალეტის ფესტივალთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართება.
პრეს-კონფერენციას რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა დაესწრებიან.