საგარეო პრიორიტეტები, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაცხადებულია, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში.
„ერთად ვიმუშავეთ და ჩვენ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვქონდა. მინდა, შემდგომ საქმიანობაში მას წარმატება ვისურვო. საგარეო პრიორიტეტები, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაცხადებულია, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს ისტორიული არჩევანია, რაც გაკეთებულია ქართველი ხალხის მიერ და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუციით, რომელიც საგარეო კურსს ეხება“, – განაცხადა ზალკალიანმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს და მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც არსებობს, რათა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და უსაფრთხოება არის უმთავრესი, რაზეც უნდა იზრუნოს ქვეყნის მთავრობამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.