ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები, რუსულად подставной-ს ამბობენ”, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე განცხადებით, უფრო სასაცილო იქნება, თუ მმართველი გუნდი მამუკა ბახტაძის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„უკმაყოფილება ისმის ზოგიერთი სამინისტროს გაუქმების გამო. რომ ვერ გავიდეს სტრუქტურული ცვლილებები, მაშინ რა ხდება? შემოგვაჩეჩებენ ამ ფიქტიურ მთავრობას? თუ მართლა ჰგონიათ, რომ ეს დეპუტატები ყველაფერზე აუწევენ ხელს, რაც მოდის ზემოდან, არაფორმალური მმართველიდან?“, – აღნიშნა გოცირიძემ.