ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მან გადაწყვეტილება გუნდში არსებული განწყობების გამო მიიღო.
„მადლობა უამრავ კარგ ადამიანს, რომელიც მუშაობის პერიოდში გავიცანი. არაადამიანურია თანადგომისთვის მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ დიდი შრომა გასწიეს, მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.