ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში განუკითხაობა იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნები გამოძიების შედეგების შესაბამისად უნდა გაკეთდეს.
„ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.