დღეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვინაობა გაირკვევა. ამ მიზნით, თსუ-ში აკადემიური საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის ვინაობას დაასახელებენ.
კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა აკადემიური ხარისხის მქონე პირს ან პრორექტორს დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყოფილმა ლექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ხუბუას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღვოდა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს