დღეს, 17 აგვისტოს, "აგარა შუგარ კომპანი" ახალ სეზონს ხსნის. ღონისძიებას ქარხნის ხელმძღვანელებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილიც დაესწრება. გუბერნატორი ქარხანას დაათვალიერებს, მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა და მუშა-მოსამსახურეებსაც გაესაუბრება.
საქართველოში შაქრის წარმოების ერთადერთი ქარხანა, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონში დაბა აგარაში, დაარსების დღიდან (1932 წელი) აწარმოებს სტანდარტებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს. ქარხანაში დასაქმებული 500 მუშა-მოსამსახურედან 95% ადგილობრივია და მათი საშუალო ხელფასი 600 ლარამდეა.