ებრაელმა ბიზნესმენმა შმუელ ფლატო-შარონმა საქართველოში ნავთობი აღმოაჩინა. ისრაელის პარამენტის - ქნესეთის ყოფილი წევრისა და ბიზნესმენის შმუელ ფლატო-შარონის განცხადებით, საქართველოში, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ნავთობის მსხვილი საბადოა აღმოჩენილი.
ფლატო-შარონის თქმით, მან 2006 წელს თბილისიდან 100 კილომეტრის დაშორებით მიწის ნაკვეთი შეიძინა. გეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქ სულ მცირე 83 მილიონი ბარელი ნავთობია. ბიზნესმენის ცნობით, მიწის საკუთრების დოკუმენტის მიღების მიზნით მისი ადვოკატები უკვე მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან. ფლატო-შარონის ცნობით, ნავთობმოპოვების პროექტის შექმნა მას 100 მილიონი დოლარი დაუჯდება.
ფლატო-შარონი თელ-ავივის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის "დიზენგოფფ-ცენტრის" მფლობელია.