გაზის ექსპორტის საკითხებში ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ასგარ სოხეილიპურის განცხადებით, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყოს.
ირანული წყაროების ცნობით, სოხეილიპურმა აღნიშნა, რომ თეირანი მსოფლიო ბაზარზე გასვლის ყველა შესაძლებლობას სწავლობს. მაგალითად, ირანი თურქმენეთთან ასრულებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, თურქმენულ ბუნებრივ აირს ირანის გავლით პაკისტანი, ინდოეთი და ომანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მიიღებენ.