გერმანიის ეკონომიკა პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში 2,2 %-ით გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ გაავრცელა.
აღნიშნული ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანდა, საუკეთესო მიღწევად მიიჩნევა. პირველ კვარტალში გერმანიის ეკონომიკის ზრდამ 2,5 % შეადგინა.
ექსპერტების შეფასებით, გერმანის ეკონომიკის ზრდის მიზეზი ექსპორტის ზრდა გახდა, რაც, თავის მხრივ, გლობალურ ეკონომიკაში ვითთარების გაუმჯობესებამ გამოიწვია. გაიზარდა შეკვეთები საექსპორტო პროდუქციაზე.