დღეიდან ბრიუსელში ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო, სადაც მინისტრი ხვდება ევროკომისიის საგარეო ფინანსური დახმარებების განყოფილების ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე განიხილება ევროგაერთიანებასთან მომავალი თანამშრომლობის, მათ შორის საქართველოსთვის, ევროკომისიის დახმარების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში, ბრუსელის დონორთა კომფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას უსასყიდლოდ გამოუყო, დაახლოებით, 500 მლნ ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში, სახელმწიფო ღონისძიებების დაფინანსებისათვის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები 202 მლნ ევროს ოდენობის თანხაზე, საიდანაც საქართველოს მიღებული აქვს 128 მლნ ევრო.
დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერ ღონისძიებებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო სექტორისთვის დამატებით 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის პირობებზე. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ასევე, მიმართულია სხვადასხვა ჰუმანიტარული, რეგიონალური, ტექნიკური დახმარების და არასახელმწიფო ინსტუტიტების მხარდაჭერაზე