ამჟამად აშშ-ს ეკონომიკაში დეფლაციისა და რეცესიის შესაძლებლობა დაახლოებით 30 %-ია, მიიჩნევენ კომპანია Goldman Sachs -ის ანალიტიკოსები.
მათი მონაცემებით, ინვესტორები დამფრთხალნი არიან, რისი მიზეზიც კრიზისის შესაძლო მერე ტალღის განმეორებაა, რაც თავისი შედეგებით უფრო მძიმე იქნება ვიდრე იქნება საბერძნეთში განვითარებული მოვლენები.
აშშ-ს ეკონომიკასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აღნიშნა ვალის წილისა და არაწონადი სოციალური ხარჯების ზრდის შესახებ.
"აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. ბაზრის მოთამაშეებს რეცესიის მეორე ტალღის ეშინიათ", - აცხადებს კომპანია Goldman Sachs -ის ანალიტიკოსი ედ მაკკელვიმ.
საინვესტიციო ფონდის Pacific Investment Management Co. ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ ერიამმა აღნიშნა, რომ დეფლაციისა და რეცესიის სავარაუდო მაჩვენებელი ამერიკის ეკონომიკისათვის ამჟამად 30 %-ს მიაუხლოვდა.
გასულ თვეს აშშ-ს შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა აგვისტოს 7 დღის მაჩვენებელი უმუშევრობის გამო შემწეობის მთხოვნელთა რაოდენობის შესახებ, რამაც ერთ კვირაში 2484 ერთეული შეადგინა.
უწყების გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში აშშ-ში უმუშევრობა ივნისის დონეზე დარჩა და 9,5 % შეადგინა. ამერიკელი ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2010 წლის ბოლოსთვის შტატების ბიუჯეტის დეფიციტი 120 მლრდ. დოლარი იქნება. ხოლო ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 1,47 ტრილიონი დოლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით ქვეყნის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოაცხადა, ფინანსური სისტემის აღდგენის ტემპების შენელების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების დასარეგულირებლად აშშ 26 მლრდ დოლარს დახარჯავს, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი ღონისძიებები მას კრიზისის ახალ "ორმოს" უქმნის.
გასულ თვეს საერთაშორისო საავალუტო ფონდმა საგანგაშო პროგნოზი გააკეთა, რომლის მიხედვითაც აშშ-მ ბოლო პერიოდში იმ მოცულობის ვალები და ფინანსური ვადებულებები დააგროვა, რომ სხვაობა მომავალ ხარჯებთან და შემოსავლებთან 2010 წლის შედეგების მიხედვით, მშპ-ს 14 %-ი იქნება.
სავალუტო ფონდის მონაცემებით მთავარ პრობლემას ჯანდაცვაზე გაწეული მზარდი ხარჯები წარმოადგენს. შესაბამისად ანალკიტიკოსები აკეთებენ დასკვნებს, რომ ეკონომიკური რეალობის უგუვებელყოფა გამოიწვევს ფინანსურ რყევებს, რომელიც უფრო კატასტროფული იქნება ვიდრე საბერძნეთში განვითარებული მოვლენები.