სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურეობის რეგულირების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ერევანის თბოელექტროსადგურისათვის საქართველოდან ელექტროენერგიის 2010 წლის 31 დეკებრამდე მიწოდების შესახებ.
ერევნის თბოელექტროსაგურის დირექტორის ოვაკიმ ოვანესიანის განცხადებით, საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდება არის საპილოტე პროგრამა, რომელიც რეალიზაციაც გასულ წელს დაიწყო.
"მიწოდების მოცულობა უმნიშვნელოა და დღეისათვის ის 40 მგვტ-ს შეადგენს და ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ექსპერიმენტალურ რეჟიმში ჩავატაროთ ქსელებს გამოცდა", _ განაცხადა ავანესიანმა.
მან არ დააკონკრეტა თუ რა ფასად იღებს სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არმენ მოფსისიანი მუდმივად აცხადებს, რომ სომხეთს გააჩნია ჭარბი ელექტროენერგია, რომელიც შესაძლოა მიწოდებული იქნეს მეზობელი ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვის.