დღეს, 16 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე გამოტანილი იქნება გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები, ჯამში 3 ობიექტი.
გასაყიდი ობიეტებია: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო ნიკორწმინდა, საწყისი ფასით 794 184 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო-ლიხეთი, საწყისი ფასით 487 103 ლარი; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო თხმორი, საწყისი ფასით 91 336 ლარი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დასრულდა. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება.
ცნობისთვის, 2010 წლის პირველ 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსულმა თანხამ 4,5 მლნ. ლარი შეადგინა.